შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე II (ივანე ათაბაგი)![]()
ბიოგრაფიაჯაყელი, სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391–1444 წლებში(ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად იბრძოდა თემურ-ლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400–1401 წლებში განუდგა გიორგი VII-ს და დამპყრობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოუღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 წელს მეფესთან ბრძოლაში(ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ:5.- თბ., 1980.- გვ.89; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.208
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |