The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჰრამ ფაფაზიანი

ვაჰრამ ფაფაზიანი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1968  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კომიტასის სახელობის პანთეონი, ერევანი (სომხეთი)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სტამბოლი.

განათლება სტამბოლსა და ვენეციაში მიიღო. 1908-1914წწ. სწავლობდა მილანის სამხატვრო აკადემიაში.

სასცენო მაღვაწეობა 1902 წელს დაიწყო სტამბოლში. 1913-1915წწ. გამოდიოდა ბაქოსა და თბილისში სომხური დასების სპექტაკლებში; 1915-1922წწ. მოღვაწეობდა იტალიაში ე. დუზეს, ე. ცაკონის, ყ. რასოს და ე. ნოველის დასებში; 1922 წლიდან საბჭოთა სომხეთშია; გასტროლებს მართავდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში; 1912 წელს პარიზის თეატრ "ოდეონში" ითამაშა ოტელოსა და ჰამლეტის როლები; 1930-1940წწ. ეპიზოდურად გამოდიოდა ამიერკავკასიის, უკრაინისა და რსფსრ თეატრებში; 1941-1944წწ. იყო ლენინგრადის გორკის სახელობის და პუშკინის სახელობის თეატრების მსახიობი; 1954 წლიდან გარდაცვალებამდე ერევნის სუნდუკიანის სახელობის თეატრში მოღვაწეობდა. კლასიკურ დრამატურგიაში შექმნა ბრწყინვალე სახეები: ოტელო (1908), ჰამლეტი (1912), დონ-ჟუანი (ჟ. მოლიერის "დონ-ჟუანი", 1913), ოსვალდი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი", 1920), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი", 1917), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში", 1952) და სხვ. მის კალამს ეკუთვნის მემორიალური ნაშრომები: "მსოფლიოს თატრებში" (1917), "თვალის გადავლება წარსულზე" (1956, 1957წწ.), "ჩემი ოტელო" (1964).

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1935 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1935 - აზერბაიჯანის სახალხო არტისტი
  • 1934 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: