The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ლიპარიტის ძე

Legal name:ივანე ბაღვაში
Date of birth:10??
Date of death:108?
Category:Nobleman, Military Person

Biography

ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაში, XI საუკუნის საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სპასალარი, კლდეკარის ერისთავი. გადახვეწილი იყო ბიზანტიაში ბაგრატ IV-გან შერისხულ და ბერად აღკვეცილ მამასთან, ლიპარიტ IV-თან, ერთად. ამ უკანასკნელის თხოვნით, 1059 წელს საქართველოს მეფემ შეიწყნარა ივანე ლიპარიტის ძე, დაუბრუნა მამაპაპეული მამული და სპასალარად დანიშნა. ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტიკური უფლებები მოიპოვა და ეკონომიკურადაც გაძლიერდა. ალფ-არსლანის შემოსევების დროს ივანე ლიპარიტის ძე მეთაურობდა ალფ-არსლანთან მეფის სამოციქულო მისიას. 1069 წელს დაამარცხა განძის ამირა ფალდონი. 1073 წელს კი ისევ მეფის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგა–აუჯანყდა გიორგი II-ს, კახელები მოიშველია და ქსნისპირა ადგილები დაიჭირა. გიორგი II იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო: ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის შვილს ლიპარიტს კი–ლოწობანი. 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე ისევ განუდგა მეფეს, მაგრამ ამჯერად კახელები გიორგი II-ს მიემხრნენ და იგი იძულებული გახდა მეფეს დაზავებოდა. შემდეგ ივანე ლიპარიტის ძემ ქ. გაგი გამოსტაცა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს, განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. დაახლოებით 1074 წელს კი მორჩილებით ეახლა საქართველოს ასაოხრებლად მოსულ თურქ-სელჩუკების სულთან მელიქ-შაჰს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ივანე ლიპარიტის ძე გამოიპარა. 1080 წელს მელიქ-შაჰი შეესია საქართველოს და ივანე ლიპარიტის ძე ოჯახიანად ტყვედ ჩაიგდო. შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.209


Share: