შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ ივანიცკი-ინგილო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კახი (საინგილო), ახ. აზერბაიჯანი. თელავის სასულიერო სასწავლებლისა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იურისტად. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა- გამოცხადების საქმეში. 1921 წლიდან,საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში, 1924–1948 წლებში – რომში (იტალია). იტალიურ ენაზე აქვეყნებდა ნარკვევებსა და სტატიებს, რომლებითაც იტალიურ საზოგადოებას უღვივებდა ინტერესს ქართული კულტურისა და ისტორიისადმი, თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს. 1942 წელს იტალიურ ენაზე პირველად გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" არასრული თარგმანი. 1948 წელს პარიზში მღვდლად ეკურთხა. იყო ესპანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რექტორი მადრიდში. საზოგადო მოღვაწე. (გარდაიცვალა მადრიდში). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |