The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ ივანიცკი-ინგილო

რაფიელ ივანიცკი-ინგილო
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1886
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 1966  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი (საინგილო), ახ. აზერბაიჯანი.

თელავის სასულიერო სასწავლებლისა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იურისტად. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა- გამოცხადების საქმეში. 1921 წლიდან,საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში, 1924–1948 წლებში – რომში (იტალია). იტალიურ ენაზე აქვეყნებდა ნარკვევებსა და სტატიებს, რომლებითაც იტალიურ საზოგადოებას უღვივებდა ინტერესს ქართული კულტურისა და ისტორიისადმი, თარგმნიდა ქართული ლიტერატურის ნიმუშებს. 1942 წელს იტალიურ ენაზე პირველად გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" არასრული თარგმანი. 1948 წელს პარიზში მღვდლად ეკურთხა. იყო ესპანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რექტორი მადრიდში. საზოგადო მოღვაწე. (გარდაიცვალა მადრიდში).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რომის პაპის კარზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, საინგილოს დეპუტატი
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტია, მთავარი კომიტეტის წევრი, მდივანი (1917-)
  • საქართველოს საკათალიკოსო საბჭო, წევრი, მდივანი

გააზიარე: