შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, მაიაკოვსკის რაიონი (ბაღდათის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1933 წელს. 1934-1937წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. 1934-1941წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს საქართველოსა და კავკასიის გეომორფოლოგიაში, სსრკ გეომორფოლოგიაში, რელიეფის ფორმათა სისტემატიკაში, კარსტოლოგიასა და გეომორფოლოგიის კვლევის მეთოდებზე; 1946 წლიდან მუშაობდა აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1946 წელს სწავლული მდივნის, 1947-1951წწ. დირექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, 1958-1975წწ. კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის (საზოგადოებრივ საწყისებზე) თანამდებობებზე; 1938-1941წწ. ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივნის, ხოლო 1946-1950წწ. თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სამეცნიერო დარგში. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად პროფილს საქართველოს კარსტული რელიეფის შესწავლა, აგრეთვე კარსტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა შეადგენდა. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ეხება გეომორფოლოგიურ, კარსტოლოგია-სპელეოლოგიურ, გეოგრაიფულ მეცნიერებისა და განათლების ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოს გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა-გაუმჯობესებაში; 1960-1977წწ. ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ისნტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სამეცნიერო სემინარს. საქართველოს კარსტის ცნობილი მკვლევარი. არაერთი სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე, რომლის შედეგად საქართველოს მრავალი კარსტული გამოქვაბული იქნა გამოკვლეული. აღსანიშნავია ექსპედიციები არაბიკა-ახაგის ქედზე, ასხის მასივზე, ბზიფის ქედზე, ახალი ათონის მიდამოებში, კელასურ-კოდორის მდინარეთაშუეთში, სათაფლიაზე, შაორის ტერიტორიაზე და სხვა. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა: "საქართველოს კარსტი", "არაბიკა-ახაგის ქედის კარსტული ლანდშაფტის გეომორფოლოგიისათვის", "ასხის კარსტული პლატოსებრივი მაღლობის გეომორფოლოგიისათვის" და ა.შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1941). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაორის ამოქვაბულის გეომორფოლოგიური დახასიათებისათვის". დაიცვა 1941 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.656; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.267-268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |