Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ივაშკინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. 1918-1925წწ. სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1925 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლენინგრადის თეატრალურ ტექნიკუმში, გამოდიოდა ესტრადაზე; 1933 წელს მიიწვიეს ბაქოს უ. ჰაჯიბეკოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის მსახიობად, რეჟისორად და პედაგოგად; 1984 წლიდან მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პარალელურად ასწავლიდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ესტრადისა და თეატრთან არსებულ ბალეტის სტაჟიორთა კურსებზე. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კლოდ ფროლო (ც. პუნის "ესმერალდა"), განსი (ა. ადანის "ჟიზელი"), ბარმალეი (ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი"), როტბარდი (პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ბრაბანციო (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), შახი (დ. თორაძის "გორდა"), ფრონდოსო (ა. კრეინის "ლაურენსია") და სხვ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლები: პ. ჩაიკოვსკის "მაკნატუნა" (1936), კ. დელიბის "კოპელია" (1940), ლ. ჰეროლდისა და პ. ჰერტერის "ამაო სიფრთხილე" (1971), კრეინის "ლაურენსია" (1970); ერევანში - კ. დელიბის "კოპელია" (1940); ბაქოში - პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა" (1933). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.8 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |