Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერმალოზ კობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი. დაამთავრა ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1947 წელს. 1926 წელს სწავლობდა ცაკის სახელობის პირველ სამხედრო სკოლაში ქალაქ მოსკოვში, 1929 წელს შევიდა მოსკოვის ავტო-ტექნიკურ სამხედრო კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს მასწავლებლად. 1932 წელს დაინიშნა სასაზღვრო ჯარების მთავარი სამართველოს ინსპექტორად, ხოლო 1933 წელს ჯავშანსატანკო ბატალიონის მეთაურად ქ. ალმა-ათაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისას ქალაქ კაუნასში მსახურობდა. ომის დროს იბრძოდა დასავლეთ დვინასთან, კალინინთან. 1942 წლის 3 აპრილიდან მეთაურობდა დივიზიას, იბრძოდა ვიტებსკთან, მონაწილეობდა პოლონეთის განთავისუფლებაში და გერმანიის ტერიტორიაზე ბრძოლებში. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. გენერალ-მაიორი. თბილისში არის ერმალოზ კობერიძის ქუჩა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 566; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 100 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |