Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ჯაყელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი. 1948 წელს დაამთავრა პარიზის ეროვნული კონსერვატორია, პედაგოგი ლ. ლევი, შემდგომ ბრიუსელის(ბელგია) სამეფო კონსერვატორია სადაც ედუარდ დე პუეიოს ხელმძღვანელობით ეზიარა ლისტის მოწაფის, კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის მარი ჟაელ-ტროტმანის სწავლების მეთოდს. ის წლების მანძილზე თანამშრომლობდა კამერულ ანსამბლ "Paskier"-თან; მართავდა კონცერტებს, მასტერკლასებს(1994 წლიდან რეგულარულად) საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია; 1967 წელს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში; 1968 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; მთელი შემოქმედება დაუთმო პედაგოგიურ მოღვაწეობას; იგი მარი ჟაელის პედაგოგიური მეთოდის ერთგული და პოპულარიზატორი დარჩა სიცოცხლის ბოლომდე; მოწაფეები: ი. ავალიანი(საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი, მარი ჟაელის პიანისტური სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი), მ. სპარსიაშვილი(მოღვაწეობს საფრანგეთში), ჯ. თავაძე(მოღვაწეობს აშშ-ში); 2005 წელს გამართა უკანასკნელი კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან "თბილისის კონცერტინოსთან" ერთად; ქართული რეპერტუარი: თ. ბაკურაძე "პრელუდიუმი"(1977, პირველი შესრულება), მ. შუღლიაშვილი "Largo at Presto" სამი ფორტეპიანოსათვის(1978, პირველი შესრულება), "პასტორალი" სამი ფორტეპიანოსათვის(1978, პირველი შესრულება), მსოფლიო კლასიკა, მათ შორის: ბახის "რიჩერკარი", მოცარტის კონცერტი e-moll, d-moll, ლისტის, რაველის "ღამის კასპარი", დებიუსის 24 პრელუდია(1995, გამოიცა CD), ფრანკის პრელუდია, ქორალი და ფუგა; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 598 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |