The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა კერვალიშვილი

პაატა კერვალიშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი 1971 წელს.

სწავლის დამთავრებისთანავე თავისი საქმიანობა დაუკავშირა საბჭოთა კავშირის ატომურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც იგი მუშაობდა 1970-დან 1992 წლამდე (სსრკ საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრები: სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტი, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი, იგორ კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტი). 1984 წლიდან იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პროფესორია და 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 1994-1999 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ საქართველოს მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1979 წელს იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტში მას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1985 წელს ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1981 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერი მუშაკის, ხოლო 1989 წელს პროფესორის სახელმწიფო სამეცნიერო წოდება. 1991 წელს მისი ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა სენსორული სისტემების სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი. 20-მდე პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მრავალი საერთაშორისო აკადემიისა და საბჭოს წევრი. იგი მუშაობდა და ახლაც აგრძელებს მოღვაწეობას საზღვარგარეთ: ათენის, პირეუსის, პარიზის, კიევის, ფერარას, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის და სხვა უნივერსიტეტებში და სამეცნიერო ლაბორატორიებში. მისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მოღვაწეობის სფეროებია: კონდენსირებული გარემოს, მოლეკულური და კვანტური ფიზიკა, ბირთვული და ლაზერული ტექნოლოგიები, სენსორული სისტემები, ენერგეტიკული და ინფორმაციული ტექნოლოგიები. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციების, წიგნების, სახელმძღვანელოებისა და გამოგონებების და მათ შორის შპრინგერის, იოს და პერგამონ პრესის მიერ დაბეჭდილი სამეცნიერო ბესტსელერების. პროფესორ კერვალიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა 50-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი  და პროგრამა. მისი თავმჯდომარეობით და აქტიური მოწილეობით გაიმართა 60-ზე მეტი საერთაშორისო ფორუმი და კონფერენცია; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 630-631; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.284

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრო და ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების (ათენი, ლოზანა) აკადემია, პრეზიდენტი (2008-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პრეზიდიუმის წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროს გლობალურ საკომუნიკაციო-საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: