The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ჯახუტაშვილი

მარინე ჯახუტაშვილი
Legal name:მარიამ ჯახუტაშვილი
Date of birth:18 December, 1957  (67 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური).

1985-1992წწ. იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი(სოპრანო); 1986-1995წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1989 წელს გაიარა სტაჟირება ქ. ვაიმარის(გერმანია) ლისტის სახელობის აკადემიაში(ვოკალი); 1989-1992წწ. სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში, პედაგოგი პ. ლისიციანი(ვოკალი); 1993 წლიდან ქ. ბათუმის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი; 1997 წლიდან ბათუმის კონსერვატორიის სოლო სიმღერისა და საოპერო სიმღერის პედაგოგი და კათედრის გამგე; 1998 წლიდან ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი(ვოკალი); 2001 წლიდან ბათუმის ა. ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის პედაგოგი(ვოკალი), დირექტორი, 2010 წლიდან სრული პროფესორი; 2001 წლიდან აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული რეპერტუარი: მარო, ეთერი(ზ. ფალიაშვილი, 1984 თბილისის საოპერო სტუდია, 1994, ბათუმში პრემიერა), ლელა(1994, ლაღიძე "ლელა", ბათუმი), ქეთო(ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"); სხვა რეპერტუარი: ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), აიდა, ვიოლეტა, დეზდემონა, ამელია(ვერდი "აიდა", "ტრავიატა", "ოტელო", "ბალ-მასკარადი"), ტატიანა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ვერდი "რეკვიემი"; გასტროლები: თბილისი, ავსტრია, გერმანია, თურქეთი, იტალია, შვეიცარია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 598

Member of Organizations

  • კავკასიის ხალხთა მეცნიერების აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2012 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • 1994 - საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა პრემია
  • 1991 - თბილისის ვ. დოლიძის სახელობის კონკურსი, II პრემია
  • 1985 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი (ბაქო)

Share: