შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიაქართლის ეკლესიის მეორე მამამთავარი(ეპისკოპოსი) IV საუკუნის შუახანებში. იაკობი მღვდელი იმ პირთა შორის იყო, რომლებიც მეფე მირიანის თხოვნით რომის იმპერიიდან ახალმოქცეულ ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში იოანესთან ერთად მოვიდნენ. ქართველთა მონათვლის შემდეგ იოანე ქართლის პირველ ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, იაკობი კი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი "ერთ ერისთავთან" ერთად თან ახლავს წმინდა ნინოს თიანეთის მოსახლეობის მოსაქცევად მოგზაურობისას. გარდაცვალების წინ წმინდა ნინომ იოანე ეპისკოპოსს "დაჰვედრა"(ლეონტი მროველის სიტყვით "მეფეს შევედრა"), რათა მის "შემდგომად" იაკობს "დაეპყრა საყდარი"(ე. ი. ქართლის ეკლესიის მეთაური გამხდარიყო). იოანეს გარდაცვალების შემდეგ იაკობი ქართლის სამეფოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, მაგრამ მეფე მირდატის ზეობისას 368 წელს, როდესაც ქართლში რომაელებთან ერთად სომხებიც შემოვიდნენ, იაკობი ეპისკოპოსობიდან გადააყენეს და მის მაგივრად იობი დასვეს. 369 წელს ქართლის სამეფოს ორად გაყოფის შემდეგ, როგორც ჩანს, იობი რომის გავლენის სფეროში მოქცეული ქართლის ეკლესიის მეთაური გახდა, იაკობი ეპისკოპოსმა კი ირანის ქვეშევრდომობაში მყოფი ქართლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი დაიკავა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ იაკობი მალე გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |