შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე წიქრიძე![]()
ბიოგრაფიაXVI–XVII საუკუნეების მიჯნის ოქრომჭედელი. მისი შესრულებულია ღვთისმშობლის ოქროს ხატი ჩადგმული 12 მოციქულის დიდ ხატში, რომელიც შემოქმედის მონასტერში ინახებოდა. ხატი მამია გურიელისა და მისი მეუღლის თინათინის მიერ იყო შეწირული. სხვებთან ერთად გვხვდება ასეთი წარწერაც: "ქორონიკონსა ორასოთხმოცდაცხრასა(1601) ივანეს ოქრომჭედელს შეუნდოს ღმერთმან წიქრიძეს". ექვთიმე თაყაიშვილს მიაჩნია რომ ივანეს(ოვანეს) შესრულებულია სოფელ გურიანთის ე. წ. ციხის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატიც შეწირული იმავე მამიასა და თინათინის მიერ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |