The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა იაბლოჩკინა

ალექსანდრა იაბლოჩკინა
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1866
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1964  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუსული დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუსული თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 წელს ალექსანდრა იაბლოჩკინა 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ი. ჩერნიშევის "წამხდარ ცხოვრებაში". მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილისის რუსული დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და ნატაშა (ა. შახოვსკის, ა. გრიბოედოვისა და ნ. ხმელნიცკის "საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი"). 1888 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი. სცენაზე გამოდიოდა რუსული სცენის დიდოსტატებთან: მ. ერმოლოვასთან, ა. ლენსკისთან, ა. სუმბათაშვილ-იუჟინთან, ო. სადოვსკაიასთან ერთად, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. იგი გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლედი სნირუელი (რ. შერიდანის "ავყიობის სკოლა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვ. 1901 წელს ალექსანდრე იაბლოჩკინა საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ა. ოსტროვსკის "შეშლილი ფული", რომელშიც მან განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961 წელს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის "მსახიობთა კორპორაციის" თავმჯდომარედ, 1917 წლიდან (რუსული თეატრალური საზოგადოების დამაარსებლის მ. სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუსული თეატრალური საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე. რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსული თეატრალური საზოგადოება , თავმჯდომარე (1917-)
  • მცირე თეატრის "მსახიობთა კორპორაცია" , თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია , ლაურეატი
  • 1937 - სსრკ სახალხო არტისტი

გააზიარე: