Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრა იაბლოჩკინა![]()
Biographyსასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუსული დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუსული თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 წელს ალექსანდრა იაბლოჩკინა 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ი. ჩერნიშევის "წამხდარ ცხოვრებაში". მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილისის რუსული დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება") და ნატაშა (ა. შახოვსკის, ა. გრიბოედოვისა და ნ. ხმელნიცკის "საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი"). 1888 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი. სცენაზე გამოდიოდა რუსული სცენის დიდოსტატებთან: მ. ერმოლოვასთან, ა. ლენსკისთან, ა. სუმბათაშვილ-იუჟინთან, ო. სადოვსკაიასთან ერთად, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. იგი გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლედი სნირუელი (რ. შერიდანის "ავყიობის სკოლა"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვ. 1901 წელს ალექსანდრე იაბლოჩკინა საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ა. ოსტროვსკის "შეშლილი ფული", რომელშიც მან განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961 წელს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის "მსახიობთა კორპორაციის" თავმჯდომარედ, 1917 წლიდან (რუსული თეატრალური საზოგადოების დამაარსებლის მ. სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუსული თეატრალური საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე. რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.155 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |