The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ იაკობაშვილი

ნიკოლოზ იაკობაშვილი
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1989  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1938 წელს.

1943–1946 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქეთერზეთში" მთავარ ინჟინრად, 1946–1959 წლებში მმართველად. 1959–1970 წლებში იყო "საქცხიმეთერზეთის" მმართველი, 1970 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეთერზეთების მრეწველობის განყოფილებას. ნიკოლოზ იაკობაშვილის შრომები ეძღვნება ეთერზეთოვანი კულტურების ნედლეულის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ შესწავლას, ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგიას და გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენებას. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით თბილისში 1968 წელს ჩატარდა ეთეროვანი ზეთების მრეწველობის სპეციალისტთა IV მსოფლიო კონგრესი. იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1986). კვების მრეწველობის დარგის სპეციალისტი. საქართველოში ეთეროვანი ზეთების კვლევის ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.158.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: