შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მინეევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სამარყანდის ცხრაწლიანი სკოლა 1934 წელს; 1936-1940წწ. სწავლობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მუშაობა დაიწყო გრიბოედოვის თეატრშივე მსახიობად; 1941-1943წწ. წითელი არმიის რიგებშია; 1943-1945წწ. მუშაობდა ქ. ფერგანაში (უზბეკეთი) კულტურის სახლის დირექტორად; 1945-1956წწ. იყო თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. მის მიერ ამ თეატრის სცენაზე განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ტიხონი (ა. ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი"), მონტანელი (ე. ვოინიჩის "კრაზანა"), კორაბლიოვი (კავერინის "ორი კაპიტანი"), ვანია ზემნუხოვი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ანანია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), მიტია (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე საძრახისი არ არის"), ლორენცო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა") და სხვ.; 1956 წელს მიიწვიეს მსახიობად გრიბოედოვის თეატრში, რომლის სცენაზეც განასახიერა: მაქსიმ გორკი (კაპლერის "ჭაქა-ქუხილის წელიწადი"), კუზმინი (ვ. როზოვის "ყველა დროის სიყვარული"), პეტრე ტერეხინი (კ. ფინის "ბებერი სულელი"), თევდორე (ვ. როზოვის "სიყვარულის ძიებაში"), მაქს ლესკალიე (ა. ჟერის "მეექვსე სართული"), ბ-ნი კრალერი (ფ. გუდრიჩის, ა. ხაკეტის "ანა ფრანკის დრიური"), ტუმანსკი (ა. აფიგენოვის "მაშენკა"), დონ-კიხოტი (ვ. კოროსტილიოვის "დონ-კიხოტი იბრძვის"), პომიგალოი (ა. ვამპილოვის "გასულ ზაფხულს") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.11; ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |