Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიდიმ ჭეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის მე-2 შრომის სკოლა 1927 წელს; 1928 წელს ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ქუთაის-ბათუმის თეატრში მოწაფე-თანამშრომლად; 1937 წელს დაამთავრა კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია; 1938 წელს - პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი; 1954 წელს - ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის საორგანიზაციო ფაკულტეტი. 1929 წელს ქუთაისის რკინიგზის კლუბში დადგა პირველი სპექტაკლი ია ეკალაძის "N 21 ჯვრით"; 1931-1935წწ. მუშაობდა ჩხარის საკოლმეურნეო თეატრისა და ზესტაფონის საქალაქო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად; ჩამოაყალიბა "სასოფლო აგიტმხატვრული ბრიგადა". ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", პ. სამსონაძის "სალტე", და ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"; 1938-1942წწ. იყო ახალციხის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1942-1946წწ. წითელი არმიის რიგებშია ოფიცრად; 1946-1949წწ. მუშაობდა გორის თეატრში რეჟისორად: 1949-1952წწ. თერჯოლის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად; 1952-1969წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორად; 1969-1971წწ. ქუთაისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1971-1985წწ. იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის ფილიალის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. შესრულებული აქვს როლები: ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პატარა კახი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), დარისპანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ნადირა (გ. ერისთავის "გაყრა") და სხვა.; სხვადასხვა თეატრებში დადგა შემდეგი სპექტაკლები: ა. ყაზბეგის "არსენა", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი", ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", ა. ისაკოვსკის "იავნანა", ნ. შიუკაშვილის "სულელი", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი", ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.14 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |