შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაყურალეში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1936 წელს. მსახურობდა ამიერკავკასიის, უკრაინიისა და ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქებში პოლკის მეთაურად, დივიზიის შტაბის უფროსად. 1941-1945 წწ. დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, ყირიმის, ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. იყო ბრიგადის, დივიზიის მეთაური. ომის შემდეგ სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე მუშაობდა. გენერალ-მაიორი (1944), სამხედრო მწერალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.664; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98795 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |