The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ყურაშვილი

გიორგი ყურაშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1978  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაყურალეში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1936 წელს.

მსახურობდა ამიერკავკასიის, უკრაინიისა და ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქებში პოლკის მეთაურად, დივიზიის შტაბის უფროსად. 1941-1945 წწ. დიდი სამამულო ომის დროს იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის, ყირიმის, ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე. იყო ბრიგადის, დივიზიის მეთაური. ომის შემდეგ სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე მუშაობდა. გენერალ-მაიორი (1944), სამხედრო მწერალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.10-თბ., 1986.-გვ.664; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98795

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1918-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - გენერალ-მაიორი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: