The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯივანი

ოფიციალური სახელი:სერობე ბინ კოიანი
სხვა სახელი:სერგო ლევონიანი
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:24 თებერვალი, 1909  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარწახი, ჯავახეთი.

1000-ზე მეტი ლექს-სიმღერის ავტორია, ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე ზღაპარი; მის შემოქმედებით თემატიკას შეადგენს სასიყვარულო ლირიკა("ო, მშვენიერო", "წყაროსთან", "დედა"), პატრიოტულ-დიდაქტიკური შინაარსი; მისი პოეზია ოპტიმისტურია; ძირითადად წერდა ტრადიციული აღმოსავლური პოეზიის ფორმებით; ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას; 1882 წელს პირველად გამოსცა ლექსების კრებული ქ. ალექსანდრიაში; ჯივანის ლექსები თარგმნილია რუსულ და რიგ ევროპულ ენებზე; მისი მელოდიები ჩაწერეს: ქ. მ. ყარა-მურზამ, ნ. ფ. ტიგრანიანმა, მ. გ. ეკმალიანმა, კომიტასმა; თბილისში მოღვაწე სომეხი აშუღი, სახალხო მომღერალი; ასევე ცნობილია, როგორც სერგო ლევონიანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 599

 


გააზიარე: