შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯიჯეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. ცეკვა შეისწავლა ქ. ფოთში არსებულ ცეკვის შემსწავლელ სტუდიაში(ხელმძღვანელი ვ. ალანია), მოგვიანებით - ი. სუხიშვილთან; 1932 წელს იყო ქ. ფოთის ეთნოგრაფიული გუნდის მოცეკვავე და ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი; ცეკვების დადგმა: სოხუმის, ფოთის, ქობულეთის, ჩოხატაურის ქორეოგრაფიულ კოლექტივებში; წლების მანძილზე მუშაობდა მოსკოვში ქართული ხალხური ცეკვის სახალხო ანსამბლ "კოლხიდასა" და სტუდია "ივერიაში"; 1941-1945წწ. ომის პერიოდში ჩამოაყალიბა 25-კაციანი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც ემსახურებოდა სასაზღვრო ზონის სამხედრო ნაწილებს, შავი ზღვის ფლოტის მეომრებს და ჰოსპიტლებს; 1937 წელს იყო მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; ცეკვები: "დავლური", "ქართული", "მთიულური", "აფხაზური", "სვანური"; დადგმები: "ქალო ნარინჯიანო", "მეჩაიეთა ცეკვა", "თოჯინებით გასეირნება", "ყვავილებში დამეკარგე წითელქუდავ", "მე ია ვარ". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 600 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |