შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, პარალელურად კულტურისა და ლიტერატურის კურსები, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(საკომპოზიციო). სხვადასხვა წლებში მუშაობდა მაუდკამბოლის "კულტურის კლუბის", ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლ "თბილისის" ხელმძღვანელად; არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; მართავდა სოლო კონცერტებს ევროპის საკონცერტო დარბაზებში; მოგვიანებით(ე. ჭოხონელიძესთან ერთად) სათავეში ჩაუდგა ქართული ფოლკლორის ექსპერიმენტულ თეატრს; სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტს, აგრეთვე, თანამშრომლობდა თბილისის ფილარმონიასა და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან; მის სიმღერებს ასრულებენ ცნობილი სოლისტები და ანსამბლები: "ცისფერი ტრიო", "ქართული ხმები", ჯგუფი "ფრანი", ირ. ჩარკვიანი, პ. ბურჭულაძე, თ. გვერდწითელი, თ. ჭოხონელიძე, თ. არჩვაძე, მ. როინიშვილი, ნ. მეტონიძე, რ. კუხიანიძე; თხზულებები: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო, საესტრადო, საბავშვო ნაწარმოებები, მათ შორის: სიმფონიური პოემა "ლეგენდა", თემა ვარიაციებით საფორტეპიანო კვარტეტისათვის, საფორტეპიანო პიესები, გუნდები: "მუხა" შერეული გუნდისათვის(ტექსტი გ. ტაბიძის), "ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს"(ტექსტი გ. ტაბიძის), "მშვიდობა გაზაფხულს"(ტექსტი ჯ. მუჯირის); საესტრადო სიმღერები: "ზამთარია, სიცივე...", "საშობაო სიმღერა", "ბუხარი", "ჩუმად, ჩუმად...", "იასამნის ბაღი", "გაზაფხულზე ისევ მახსენდება", "ხე დაათოვს"(ტექსტი მ. სიმონიშვილის), "წერო", "დედა", რუსული რომანსი "საქართველო"; ქმნიდა მუსიკას დრამატული თეატრისა და კინოსათვის. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 600 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |