შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ნინუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1927 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისიში მე-6 ლეგიონში მემუსიკედ. 1930 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრთან გაიხსნა სტუდია, სადაც მიიღეს ჯერ მსმენელად, ხოლო შემდეგ მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი ყმა, თედორე (ს. მთვარაძის "ჩვენც, ჩვენც", "სურამის ციხე"), ზანგი მამა (შ. კუჭავას "ჩვენ გავიმარჯვებთ"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), მეორე მსახური (ჟ. მოლიერის "სკაპენის ოინები"), ირემი (ვ. შვარცის "თოვლის დედოფალი"), ხომენკო (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ღვთისო, კახი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი", "პატარა კახი"), მამა მონტეგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), გლახა (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვ.; გარდა თეატრისა, თანამშრომლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმშიც", სადაც განასახიერა: ბარათა ("მაია წყნეთელი"), პატარა კოსტა ("ენგურის ნაპირებზე"), ექიმი ("არაჩვეულებრივი გამოფენა") და სხვ.; წლების მანძილზე მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე. ჩამოაყალიბა "მეფანდურეთა ტრიო" და ჩაწერა მისი პირველი ფირტიფები: "ცეკვა სოფლად" და "შაირები", პარალელურად მონაწილეობდა ფილარმონიაში საესტრადო წარმოდგენა-კონცერტებში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.15 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |