The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაირა გოგიაშვილი-ჩანტლაძე

ზაირა გოგიაშვილი-ჩანტლაძე
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლში, რომელიც შემდგომ წლებში გადაკეთდა ჯერ ფილარმონიასთან არსებულ მინიტურების თეატრად (1967 წ.), ხოლო 1975 წელს სახელმწიფო თეატრად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხორეშანი (ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), მაგდა (თ. გოდერძიშვილი, თ. ჩანტლაძე, "არ შეგირიგდები"), კალუგინა (ა. რიაზანოვი და ბრაგინსკი "ისევ სტყუით, ამხანაგო ნოვოსელცევ"), ჯენი (დ. ფსათასის - "სიცრუის სიბრძნე"), გაბრიელა (ედუარდო დე ფილიპოს "ცილინდრი"), ხათუნა რცხილაძე (თ. ჩანტლაძის "ახალ ბინას გილოცავთ") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.15; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: