შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ხობუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1957წწ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1957-1967წწ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობი. იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სხვადასხვა სასიკეთო წამოწყებათა ორგანიზატორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თორნიკე (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), სტიოპა (ნ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), შალვა (გ. ქელბაქიანი "ახალგაზრდა მასწავლებელი"), რომანი (მ. გორკის "მზის შვილები"), მეფე თეიმურაზი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), სატაროდუმი (ფონვიზინის "უმწიფარა"), ექიმი არაბაძე (კ. ბაუჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ლიაპკინ-ტიაპკინი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), და სხვ.; გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "კეთილი ადამიანები", "მაცი ხვიტია" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.17 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |