The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ხობუა

რევაზ ხობუა
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1968  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1957წწ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1957-1967წწ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967 წლიდან რუსთავის თეატრის მსახიობი. იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის შექმნის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სხვადასხვა სასიკეთო წამოწყებათა ორგანიზატორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თორნიკე (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), სტიოპა (ნ. მალიარევსკის "ქარიშხლის წინ"), შალვა (გ. ქელბაქიანი "ახალგაზრდა მასწავლებელი"), რომანი (მ. გორკის "მზის შვილები"), მეფე თეიმურაზი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), სატაროდუმი (ფონვიზინის "უმწიფარა"), ექიმი არაბაძე (კ. ბაუჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ლიაპკინ-ტიაპკინი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), და სხვ.; გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "კეთილი ადამიანები", "მაცი ხვიტია" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.17

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: