შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბერძენი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქუთაისის მე-12 სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ სცენის თანამშრომლად, შემდეგ - მსახიობად. 1953-1956წწ. ვ. აბაშიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1963-1968წწ. ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის ხელმძღვანელი; 1968 წლიდან ადგილობრივი მრეწველობისა და მოსახლეობის კულტურის სახლის დრამატული წრის ხელმძღვანელი. ქუთაისის თეატრის სცენაზე მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნესტორი (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ყარა უსუფი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ამბაკო (გ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), შაითან ხიხო (გ. ნახუცრიშვილის "შაითანთ ხიხო"), აგაბო (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), არეთა (ა. გეწაძის "გზა. ყარამანს ქალი მოჰყავს"), გორდეზიანი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), იბრაგიმი (ს. შანშიაშვილის "ანზორი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.18; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |