The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარდიშელ კობერიძე

ვარდიშელ კობერიძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1926  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ენაკიევოს ოსტატთა სკოლა 1950 წელს და რუსთავის მეტალურგიული ტექნიკუმი 1960 წელს.

1944-1950 წლებში მუშაობდა ენაკიევოს მეტალურგიულ კომბინატში საბრძმედე ღუმელის მექურედ1950-1954 წლებში საბრძმედე ღუმელის ოსტატად ამავე საწარმოში; 1954 წლიდან საბრძმედე საამქროს უფროს ოსტატად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; 1958-1960 წლები საბრძმედე საამქროს პარტორგანიზაციის მდივნად; 1961-1966 წლებში საბრძმედე საამქროს უფროსის მოადგილედ; 1966 წლის მაისიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროფკავშირის საქარხნო კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე; 1974 წლიდან ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილედ უსაფრთხოების ტექნიკის დარგში. სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1989). მეტალურგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 566

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1949-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: