The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იერემია იბერიელი V

დაბადების თარიღი:4??
გარდაცვ. თარიღი:4??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

V საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოსაზრების თანახმად, იგი იგივე იერემია ურჰაელია. მას ბერძნულიდან ქართულად უნდა ეთარგმნა IV ს-ის თხზულება "დიდაჰე", ანუ "ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრება". კონსტანტინოპოლში არსებულ "დიდაჰეს" ამ ნუსხაში იერემია ურჰაელი თავს "ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებულ ქართველ მართლმადიდებელს" უწოდებს. იერემია ურჰაელი (იგივე იერემია იბერიელი) იმ სასულიერო პირთა შორისაა დასახელებული, რომლებიც უგზოობის გამო (ყველა გზა ზღვაზე და ხმელეთზე შეკრული იყო) 431 წელს ქ. ეფესოში შემდგარ ანტინესტორიანულ მსოფლიო საეკლესიო კრებას ვერ დაესწრნენ და 431 წლის 13 აგვისტოს კონსტანტინოპოლიდან კრების მესვაურებს წერილი მისწერეს. წერილში იერემია იბერიელი ხელს ასე აწერს :"yeremia Iberos paortium Persidis" ე. ი. თავს ქართლის "სპარსული ნაწილის" ეპისკოპოსად ასახელებს. 431 წლისთვის ქართლი რადგან ისევ ბიზანტიასა და ირანს შორის გაყოფილ ქვეყნად რჩებოდა, იერემია იბერიელი ირანელთა გავლენაში მყოფი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო (კორნელი კეკელიძე მას მთელი ქართლის ეპისკოპოსად თვლიდა). 439 წელს ქართლი მთლიანად ირანს დაექვემდებარა, იერემია იბერიელმა შესაძლოა ამ დროს დატოვა ქართლი და ქ. ურჰაში (ედესა, ანტიოქია) გადასახლდა, რის შემდეგაც "ურჰაელად" იწოდა. ძველ წყაროებში "ურჰა" და "ქართლი" რადგან ზოგჯერ, იდენტური შინაარსის ტერმინებად იხმარებოდა (იაკობ სპარსის კოპტორ ვერსიაში პეტრე იბერი ურჰაელად იწოდება), გამორიცხული არ არის, იერემია იბერიელი "იერემია ურჰაელადაც" მოეხსენებინათ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.200


გააზიარე: