The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იესე

სხვა სახელი:ალი-ყული-ხანი
მუსტაფა
დაბადების თარიღი:1680
გარდაცვ. თარიღი:1727  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ალი-ყული-ხანი(დაახლ. 1680/81–1727), ქართლის მეფე 1714–1716, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა. 1705–1714 წლებში ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს პირველ რიგში ბიძამისის– ქართლის მეფე გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის–ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით. 1708 წელს გიორგი XI-მ იესე ქირმანის(ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დანიშნა, 1709 წელს(გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. 1711 წელს დაინიშნა თოფჩიბაშად(არტილერიის უფროსი). 1714 წელს, როცა ვახტანგმა(შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. 1716 წელს, როცა ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარს რომელიც ქართლს განაგებდა. თბილისის სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს იესემ  უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობას დაუბრუნდა. 1721 წელს ვახტანგ VI-მ იესე გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა(მდივანბეგობა). 1723 წელს, როცა შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს(მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან თბილისი დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, 1724 წელს, იესე შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. მართალია, ოსმალებმა ქართლის გამგებლობა იესეს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. იესე მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს.

წყარო:georgianencyclopedia.ge


გააზიარე: