The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი ციცაგი

ლავრენტი ციცაგი
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1984  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1917 წელს; აკ. ფაღავას სტუდია 1924 წელს.

1920 წელს თბილისის ცენტრალურ კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში პირველად გამოვიდა სცენაზე. შეასრულა სოსანას როლი ავქ. ცაგარელის კომედიაში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", დრამწრეში მუშაობდა 1922 წლამდე; ამავე წლებში ირიცხებოდა თანამშრომლად რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; მოღვაწეობდა მსახიობად და რეჟისორად: 1924-1925წწ. ჭიათურის, 1925-1926წწ. ბათუმის, 1926-1927წწ. ბაქოს ქართულ, 1927-1928წწ. თბილისის მუშათა, 1929-1930წწ. სამტრედიის, 1931-1932წწ. ფოთის თეატრებში, აგრეთვე 1932-1934წწ. თბილისის ვოროშილოვისა და სტალინის სახელობის მუშათა კლუბებში; იყო სამხატვრო ხელმძღვანელი 1936-1937წწ. ხაშურის, 1938-1940წწ. სამტრედიის, 1941-1942წწ. მახარაძის თეატრებისა; 1941-1942წწ. მუშაობდა რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში; 1943-1952წწ. მსახურობდა საქართველოს სსრ ხალხური შემოქმედების სახლში თეატრალური განყოფილების გამგედ; 1953 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა სასცენო ხელოვნებას. შესრულებული აქვს 30-ზე მეტი როლი. მათ შორის აღსანიშნავია: მეფე (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), რევაზ ბებურიშვილი (ა. წერეთლის "პატარა კახი") და სხვ.; დადგმული აქვს 40-მდე პიესა, მათ შორის: შ. დადიანის "გუშინდელნი", "მზის ამოსვლამდე", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქოწილი", აქვ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ხანუმა" და სხვ., თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო", ფედოროვის "გზები" და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.18; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო .- თბ.,2008.- გვ. 22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: