შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრიეტა ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. უნივერსიტეტში სწავლის დროს გამოდიოდა დრამატული წრის სცენაზე; 1944 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სანკულტის თეატრში; 1953 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ევა (ვ. გაბესკირიას "უფსკრულიდან"), თამარი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ეფროსინე, მაკრინე (მ. ბარათაშვილის "მარინე", "ჩემი ყვავილეთი"), მაშიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ბოჩკარევა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მამიდა საშა (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), როზალია (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის") და სხვ.; შექმნა რამდენიმე კინემატოგრაფიული სახე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.19; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.342 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |