შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცუცა მეძმარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის მეორე ქალთა სკოლა. მოწაფეობის დროს მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში; 1930 წელს მიიწვიეს ბათუმის თეატრის მსახიობად, 1932-1933წწ. თეატრალურ სეზონში იმუშავა ჭიათურის, 1933-1934წწ. - ფოთის, 1934-1937წწ. - თელავის სახელმწიფო თეატრებში; 1937 წლიდან მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ესმა (კ. კალაძის "როგორ"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნატალია (ა. აფინოგენოვის "შიში"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ალისა (ვ. კაიზერის "კინორომანი"), ნანო (ა. შანშიაშვილის "არსენა"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ელენე (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი") და სხვ.; კინოში შესრულებული აქვს დედის როლი რეჟისორ ა. რეხვიაშვილის ფილმში "მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა" და მსახიობი რ. ჩხეიძის ფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ". წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.19; ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |