The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ კოკოსკერია

იასონ კოკოსკერია
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1988  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალდახვარა, გაგრის რაიონი.

დაამთავრა ოთხი კლასი. მუშაობდა კოლმეურნეობაში ბრიგადირად. იბრძოდა დიდ სამამულო ომში ჩრდილოეთ კავკასიასა და უკრაინის სამ ფრონტზე. მონაწილეობა მიიღო უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და იუგოსლავიის განთავისუფლებისათვის გამართულ ბრძოლებში. დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა თავის მშობლიურ სოფელში და მუშაობდა კოლმეურნეობაში. ეფრეიტორი. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.575; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 729

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საბჭოთა კავშირის II მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
    უნგრეთის განთავისუფლებისთვის

გააზიარე: