The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო აბალაკი

გენო აბალაკი
ოფიციალური სახელი:ჯემალ აბალაკი
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1940  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბერბუკი, გორის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს.

1962-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის N10 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, ხოლო 1968 წლიდან სპეცსამშენებლო N5 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მექანიკოსად; 1969-1970წწ. "საქსოფლტექნიკის" ჟანგბადის სადგურის უფროსად, ხოლო 1970 წლიდან "საქსოფლტექნიკის" ხის დამამუშავებელი საამქროს ინჟინრად; 1973 წლიდან "საქსოფლტექნიკის"  გორის რაიგანყოფილების ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს უფროსია; 1974 წლიდან ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; 1975-1978წწ. მუშაობდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სარაიონთაშორისი სამმართველოს უბნის უფროსად; 1978-1984წწ. სასოფლო-საბინაო კომუნალური მეურნეობის სამეურნეობათაშორისი გაერთიანების დირექტორად; 1984-1998წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გორის რაიონის საწარმოო-საგზაო უბნის უფროსი; 1998-2010წწ. შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1" -ის დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.27


გააზიარე: