შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. მუშაობა დაიწყო მშენებელ-ოსტატად გარდაბნის საგზაო უბანზე; 1973 წელს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1974 წელს დაინიშნა ნაძალადევის (ყოფილი ლენინის) რაიონის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უბნის უფროსად; 1975 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N1 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტის მმართველია; 1980 წლიდან კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო რესპუბლიკური გაერთიანების უფროსი; 1982 წელს დაამთავრა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი; მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი საგზაო და სამშენებლო ობიექტი, მათ შორისაა: რკინიგზის გზაგამტარი ხიდი ნაძალადევის რაიონში, გარდაბნის ცენტრალური ტრასის 10 კმ-იანი მონაკვეთი, კომუნალური მეურნეობის სხვადასხვა შენობა-ნაგებობა და სხვა; არის ღვაწლმოსილი სპორტსმენი, გამოჩენილი კალათბურთელი; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და სპორტული საზოგადოებების მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |