The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ივანბა

ვიქტორ ივანბა
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1938
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 2017  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში(1956–1959), შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959–1965).

1965- 1967 წლებში მუშაობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგად. გამოფენებში მონაწილეობდა 1961 წლიდან, კერძოდ აფხაზეთის მხატვართა(1961), ამიერკავკასიის მხატვართა (თბილისი, 1971) გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: "ბედნიერება"(1961), "სერგეი ჭანბას პორტრეტი"(1961), "დაჭრილი ნუკრი"(1962–1963), "ოცნება"(1963), "მამაკაცის პორტრეტი"(1965), "მგზავრული"(1967), "მოსავალი"(1969), "კოცნა"(1970), "ქალიშვილის პორტრეტი"(1971), ც. ბჟანის ბიუსტი(ოჩამჩირე, 1964), ლენინის ძეგლი(გუდაუთა, 1966), "სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი – ბ. ღოღობერიძესთან ერთად(სოხუმი, 1968), "კავკასიის დამცველები" ბ. ღოღობერიძესთან ერთად(გაგრა, 1987). პროექტები: მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციები "აფსირტი ოქროს ვერძთან ერთად"(კურორტი ბიჭვინთა, 1971), დ. გულიას ძეგლი(თბილისი, 1971–1974). მისი ნამუშევრები დაცულია დ. გულიას სახლ-მუზეუმში, სოხუმში, სოხუმის სამხატვრო გალერეაში. აფხაზი მოქანდაკე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.207-208

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967-)

გააზიარე: