Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ივანბა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. სწავლობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში(1956–1959), შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1959–1965). 1965- 1967 წლებში მუშაობდა სოხუმის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგად. გამოფენებში მონაწილეობდა 1961 წლიდან, კერძოდ აფხაზეთის მხატვართა(1961), ამიერკავკასიის მხატვართა (თბილისი, 1971) გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: "ბედნიერება"(1961), "სერგეი ჭანბას პორტრეტი"(1961), "დაჭრილი ნუკრი"(1962–1963), "ოცნება"(1963), "მამაკაცის პორტრეტი"(1965), "მგზავრული"(1967), "მოსავალი"(1969), "კოცნა"(1970), "ქალიშვილის პორტრეტი"(1971), ც. ბჟანის ბიუსტი(ოჩამჩირე, 1964), ლენინის ძეგლი(გუდაუთა, 1966), "სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი – ბ. ღოღობერიძესთან ერთად(სოხუმი, 1968), "კავკასიის დამცველები" ბ. ღოღობერიძესთან ერთად(გაგრა, 1987). პროექტები: მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციები "აფსირტი ოქროს ვერძთან ერთად"(კურორტი ბიჭვინთა, 1971), დ. გულიას ძეგლი(თბილისი, 1971–1974). მისი ნამუშევრები დაცულია დ. გულიას სახლ-მუზეუმში, სოხუმში, სოხუმის სამხატვრო გალერეაში. აფხაზი მოქანდაკე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.207-208 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |