შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კალატოზი![]()
ბიოგრაფიაოსტატი, რომელმაც ააშენა სოფელ სოხთის(ჯავის მუნიციპალიტეტი) ეკლესია. იგი მოხსენიებულია ეკლესიის ერთ-ერთი კედლის სამშენებლო წარწერაში. მის მიერ აშენებული ეკლესია ერთნავიანია, რომელსაც ჰქონდა გარშემოსავლელი(ამჟამად, ამ გარშემოსავლელიდან დარჩენილია მხოლოდ სვეტისთავებისა და კედლისსვეტების ფრაგმენტები). აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის ქვეშ, მოწყობილია დიდი კრიპტა(სამარხი-სამლოცველო) საგანგებო შესასვლელით გარედან, აღმოსავლეთიდანვე. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის რელიეფური გამოსახულებები(ცხოველების, მხედრებისა და სხვ.), რომლებიც აგრეთვე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტექნიკური თვალსაზრისით შენობა ძალიან კარგადაა შესრულებული. ივანე კალატოზის მიერ აგებული ეკლესია, ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მორთულობის მიხედვით, X საუკუნით თარიღდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.209
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |