The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კალატოზი

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Architect

Biography

ოსტატი, რომელმაც ააშენა სოფელ სოხთის(ჯავის მუნიციპალიტეტი) ეკლესია. იგი მოხსენიებულია ეკლესიის ერთ-ერთი კედლის სამშენებლო წარწერაში. მის მიერ აშენებული ეკლესია ერთნავიანია, რომელსაც ჰქონდა გარშემოსავლელი(ამჟამად, ამ გარშემოსავლელიდან დარჩენილია მხოლოდ სვეტისთავებისა და კედლისსვეტების ფრაგმენტები). აღმოსავლეთ მხარეს, საკურთხევლის ქვეშ, მოწყობილია დიდი კრიპტა(სამარხი-სამლოცველო) საგანგებო შესასვლელით გარედან, აღმოსავლეთიდანვე. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის რელიეფური გამოსახულებები(ცხოველების, მხედრებისა და სხვ.), რომლებიც აგრეთვე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტექნიკური თვალსაზრისით შენობა ძალიან კარგადაა შესრულებული. ივანე კალატოზის მიერ აგებული ეკლესია, ხუროთმოძღვრული ფორმებისა და მორთულობის მიხედვით, X საუკუნით თარიღდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.209


Share: