The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გეგია

მერაბ გეგია
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1944
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 2020  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობითი ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972 წწ. იყო მუსკომედიის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, 1973–1977 წწ. - რუსთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. 1978–1981 წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ხელოვნების განყოფილების გამგე, 1981–1983 წწ. - საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 1983–1986 წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986–1992 წწ. - გამომცემლობა "ქართული თეატრის" დირექტორი. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის, შემდგომში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი 1973 წლიდან. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი დრამის თეორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ. არის 8 დადგმული პიესის ავტორი: "ახალგაზრდა გვარდიის სახელით" (კინომსახიობთა თეატრი, 1976), "სიცრუენი" (რუსთაველის თეატრი, 1978), "მარადიული კომედია" (რუსთავის თეატრი, 1987), "მოვედ სიყვარულისთვის" (რუსთაველის თეატრი, 1989), "საკუთარი თავის ბაბუა"(სატირისა და კომედიის თეატრი, 2001), "და იქმნა თამაში" (შიშველი თეატრი, 2007), "გურუ მასწავლებელი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2010), "მელპომენას მსახური" (მარჯანიშვილის თეატრი, 2015). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული კლასიკური დრამა და თანამედროვე თეატრი";

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოლს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: