Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ გეგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობითი ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1972 წწ. იყო მუსკომედიის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, 1973–1977 წწ. - რუსთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. 1978–1981 წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ხელოვნების განყოფილების გამგე, 1981–1983 წწ. - საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 1983–1986 წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986–1992 წწ. - გამომცემლობა "ქართული თეატრის" დირექტორი. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის, შემდგომში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი 1973 წლიდან. 2002 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი დრამის თეორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და მონოგრაფია ქართული და უცხოური თეატრალური კულტურის შესახებ. არის 8 დადგმული პიესის ავტორი: "ახალგაზრდა გვარდიის სახელით" (კინომსახიობთა თეატრი, 1976), "სიცრუენი" (რუსთაველის თეატრი, 1978), "მარადიული კომედია" (რუსთავის თეატრი, 1987), "მოვედ სიყვარულისთვის" (რუსთაველის თეატრი, 1989), "საკუთარი თავის ბაბუა"(სატირისა და კომედიის თეატრი, 2001), "და იქმნა თამაში" (შიშველი თეატრი, 2007), "გურუ მასწავლებელი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 2010), "მელპომენას მსახური" (მარჯანიშვილის თეატრი, 2015). თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული კლასიკური დრამა და თანამედროვე თეატრი"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში". Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |