The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუნუ მაჭავარიანი

ნუნუ მაჭავარიანი
Date of birth:27 February, 1898
Date of death:1975  (at 76 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია; 1915 წელს ჩააბარა გამოცდები სიმწიფის მოწმობაზე და უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი არ დაუმთავრებია; 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, პარალელურად სწავლობდა ქართული დრამატული საზოგადოების დრამატულ კურსებზე თვისუფალ მსმენელად; გატაცებული იყო ხატვით; 1913-1915წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; სცენაზე პირველად გამოვიდა 1918 წელს, ნაძალადევის მუშათა თეატრში შეასრულა განოს როლი ი. ეკალაძის პიესაში "ნომერი 21 ჯვრით". ამის შემდეგ სისტემატურად თამაშობდა სცენაზაე; მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა თატრებში: ქუთაისის (1920), დუშეთის დრამწრეში (1921), ჭიათურის მუშათა (1922), ბათუმის (1923), კვლავ ქუთაისის (1924) და თბილისის მუშათა (1925) თეატრებში; 1926 წელს ისევ მიიწვიეს ქუთაისის თეატრში, სადაც სამი სეზონი იმუშავა, აქედან ერთი წელი კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით; 1929 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1931 წელს მიიწვიეს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 1936 წლამდე იმუშავა და შეასრულა შემდეგი როლები: ქაბატო, დიდედა (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), რუქაია, გაიანე (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ივდითი (გ. კუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვ.; 1937-1955წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ხულო, თელავი, ახალციხე, გორი) წამყვან მსახიობად; 1939-1943წწ. მოღვაწეობდა საქართველოს ფილარმონიაში ესტრადის მსახიობად; 1955 წელს მიიწვიეს სტალინირის, დღევანდელი ცხინვალის თეატრში, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა; გადაღებულია ფილმებში: "ჭირვეული მეზობლები" (1945), "მაგდანას ლურჯა" (თებრო, 1955), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ბებია, 1959), "კეთილი ადამიანები" (მობინადრე, 1961), "ჯარისკაცის მამა" (1964), "შეხვედრა მთაში" (1966), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "მშვიდობით ინესა!" (1972) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.20; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1945 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: