შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე ვახნიანსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოვი-ბუგი, ნიკოლაევის ოლქი, უკრაინა. დაამთავრა თბილისის IV ვაჟთა გიმნაზია 1918 წელს. 1919–1920 წლებში მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიასთან არსებულ რუსული დრამწრის წარმოდგენებში. 1921–1922 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის პროლეტკულტის რუსულ თეატრში, 1922–1924 წლებში–მოსკოვის სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ(პარალელურად სწავლობდა ამავე თეატრის მე-2 სტუდიაში), 1924–1927 წლებში კი მოღვაწეობდა ბაქოსა და თბილისის თეატრებში. 1927–1931 და 1945–1964 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული სახელმწიფო თეატრის რეჟისორი იყო, ხოლო 1943–1945 წლებში მაგადანის სახელმწიფო დრამატული თეატრისა. მნიშვნელოვანი დადგმები: ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი", ს. მიხალკოვის "საგანგებო დავალება", გ. ვლადიჩინასა და ო. ნეჩაევის "მშვენიერი ვასილისა", ვ. კატაევის "პოლკის შვილი", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი" და სხვ. რუსი რეჟისორი და მსახიობი. თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. (გარდაიცვალა თბილისში). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.222
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |