შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე შაიშმელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1950 წელს, გენერალური შტაბის აკადემია 1953 წელს. მსახურობდა წითელი არმიის ქართულ შენაერთებში. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1941 წლიდან - ბატალიონის მეთაური. ირანის ტერიტორიაზე წითელი არმიის ნაწილების შეყვანის ოპერაციის მონაწილე. პოლკის შტაბის უფროსი (1942). 1956-1969წწ. საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი. 1971 წლიდან თადარიგშია. 1973-1983წწ. საქართველოს ავტომოყვარულთა ნებაყოფილობითი საზოგადოების ცენტრალური საბჭოს თავჯდომარე. რამდენიმე ნაშრომის ("კრწანისის ომი", 1965, სამხედრო ტერმინოლოგია, 1986 და სხვა.) ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, გენერალ-მაიორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.676; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.390-391 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |