The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე შაიშმელაშვილი

ივანე შაიშმელაშვილი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1992  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მკვლევარი, მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1950 წელს, გენერალური შტაბის აკადემია  1953 წელს. 

მსახურობდა წითელი არმიის ქართულ შენაერთებში. 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1941 წლიდან ბატალიონის მეთაური. ირანის ტერიტორიაზე წითელი არმიის ნაწილების შეყვანის ოპერაციის მონაწილე. პოლკის შტაბის უფროსი (1942). 1956-1969წწ. საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი. 1970 წლიდან თადარიგშია. 1973-1983წწ. საქართველოს ავტომოყვარულთა ნებაყოფილობითი საზოგადოების ცენტრალური საბჭოს თავჯდომარე. რამდენიმე ნაშრომის ("კრწანისის ომი", 1965, სამხედრო ტერმინოლოგია, 1986 და სხვა.) ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.676; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98042

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ავტომოყვარულთა ნებაყოფილობითი საზოგადოების ცენტრალური საბჭოს , თავჯდომარე (1973-1983)
  • სკკპ, წევრი (1937-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - გენერალ-მაიორი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: