The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჯულუხაძე

დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1970 წელს.

1970-1990წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1981-1986წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის ინსტიტუტში, სადაც მიიღო პედაგოგ-რეპეტიტორის კვალიფიკაცია; 1991-1993წწ. ქ. ჯექსონის(აშშ მისისიპის შტატი) "Jeqson-baley"-ს მხატვრული ხელმძღვანელი; 1993-2008წწ. ქ. ვაშინგტონის(აშშ) "Rorovi Theatr baley" აკადემიის ფილიალის პედაგოგი; ლაურეატი მოწაფეები: ი. ნიორაძე, მ. უაილსი, დ. ტიდველი, რ. ტომასი, მ. ჰოლდინგი, მ. ჰუგი; ქართული რეპერტუარი: იასონი(რ. გაბიჩვაძე "მედეა"), ორფეოსი, ფრანცუზი(გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე", "ფიროსმანი"), ბერიკა(ბ. კვერნაძე "ბერიკაობა"), სოლო(მოცარტი "სამშვენისები"); სხვა რეპერტუარი: ბაზილი(მინკუსი "დონ კიხოტი"), ფრონდოზი(კრეინი "ლაურენსია"), ფრანცი(დელიბი "კოპელია"), პრინცი, პრინცი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ყმაწვილი("ტუონელი გედი"); გასტროლები: აშშ, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, სენეგალი("დიდი ბალეტის ვარსკვლავთა" პროექტი); ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 601


 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: