შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულმა, დაიწყო სახალხო მასწავლებლობა, ჯერ სოფელ კარდანახში, შემდეგ კი ვლადიკავკაზში წერა-კითხვის გამავრცელებელ ქართულ სკოლაში, პარალელურად მართავდა წარმოდგენებს; 1895 წელს გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის სცენაზე; 1903-1907წწ. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე; პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ჯერ მასწავლებლად, შემდეგ კი სხვადასხვა დაწესებულებებში; იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისის დრამატული საზოგადოების დაარსებისა, 1909-1911წწ. არჩეული იყო ამავე საზოგადოების გამგეობის წევრად; ქართულ პრესაში აქვეყნებდა რეცენზიებს ფსევდონიმით "არავინ" და "სკამი N24"; თარგმნა შემდეგი პიესები: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", მეტერლინკის "და ბეატრისა", ა. ოსტროვსკის "ვასილისა მელენტიევა"; ზოგიერთი მისი თარგმანი ცნობილია ფსევდონიმით "ა-ლი". წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |