The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რემი შაფთოშვილი

რემი შაფთოშვილი
ოფიციალური სახელი:ეფრემ შაფთოშვილი
დაბადების თარიღი:1928  (96 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად; სხვადასხვა წლებში მუშაობდა რეჟისორად ხაბაროვსკის მოზარდ მაყურებელთა სამხარეო თეატრში, კალინინის მოზარდ მაყურებელთა საოლქო თეატრში, ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (მთავარი რეჟისორი) და თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ თეატრში; განახორციელა 100-ზე მეტი დადგმა. მათ შორის აღსანიშნავია: ა. ოსტროვსკის "რისხვა", ა. გუსევის "ივანე რიბაკოვი", ლ. მალიუგინის "ძველი მეგობრები", ა. აფინოგენოვის "მაშენკა", ა. ჩეხოვის "სამი და", ნ. ვინნიკოვის "მეცხრე "ა" კლასში", ა. ხმელნიკის "ჩემი მეგობარი კოლკა", ლ. ბრაუსევიჩის და ი. ხარნაუსოვას "ალისფერი ყვავილი, ირ. არაყიშვილის "ია და ცისკარა", ი. ჭავჭავაძის "სახრჩობელაზედ" და სხვ., 1968 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1969-1985წწ. მუშაობდა სარეჟისორო ფაკულტეტის კათედრის გამგის მოადგილედ; 1985 წლიდან არაქარტული ჯგუფების მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგედ; 1973 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის დოცენტი; 1981 წლიდან პროფესორი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.23; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ.,2008.- გვ.29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: